მომზადება
თუ გსურთ მოლაპარაკებები ისე დაიწყოთ რომ თავიდანვე გამარჯვებული თქვენ იყოთ, მაშინ ძალიან კარგად უნდა მოემზადოთ. რაც იმას ნიშნავს რომ ყურადღება უნდა გაამახვილოთ ქვემოთ მოცემულ შვიდ მნიშნელოვან მხარეზე.
1. გადაამოწმეთ, ხართ თუ არა მოლაპარაკებების სიტუაციაში
მოლაპარაკებების სიტუაციაა, როდესაც თქვენ ხართ კომუნიკაციის ან პრობლემის გადაჭრის პროცესში სხვებთან და რაც შესაძლოა თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს. თუ თქვენ რაიმე უპირატესობას ვერ ხედავთ, მაშინ შეწყვიტეთ მოლაპარაკებები, თქვენ მხოლოდ წააგებთ.
2. თქვენი მიზნების სიცხადე.
თქვენი მთავარი მიზანი მოლაპარაკებებისას არის თქვენი და თქვენივე პარტნიორების დასახული გეგმების მიღწევა. არსებობს სხვა მიზნებიც, როგორიცაა კარგი გარიგების მიღება ან ურთიერთობის გაუმჯობესება საპირისპირო მხარესთან, მაგრამ მიიღოთ ის რაც თქვენ გსურთ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის მტკიცედ ეცადეთ თქვენივე მიზნის მიღწევას და არ გაჩერდეთ სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
3. ინფორმაციის შეგროვება.
როდესაც უკვე მოლაპარაკებების პროცესში ხართ, შეაგროვეთ ინფორმაცია თქვენი კონკურენტის შეთავაზებაზე და ამ გზით ეცადეთ თქვენი შეთავაზება სრულყოფილი გახადოთ. ბევრი მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ იშლება რომ ერთერთი მხარე ან არ უსმენს, ან არ ამოწმებს ან არ ცდილობს გაარკვიოს რას სთავაზობს მეორე მხარე ან თვითონ რას გთავაზობენ. ეს იმას ნიშნავს რომ მოლაპარაკებების დროს ძალიან ყურადღებით უნდა მოისმინოთ, გადაამოწმოთ და გაარკვიოთ. და როდესაც თქვენი საქმის წარდგინების დრო დგება, უნდა გამოიყენოთ ყველა ის უნარი რაც გაგაჩნიათ, რომ დარწმუნდეთ სხვებისთვის ნათლად და გასაგებად საუბრობთ.
4. მოლაპარაკებები აწარმოეთ თქვენი მხრიდან
იშვიათია რომ მოლაპარაკებების დროს თქვენს თავს წარმოადგენდეთ, როგორც წესი სხვა კომპანიას წარმოადგენთ. თქვენი მოლაპარაკებების სამზადისის ნაწილი უნდა დახარჯოთ იმაზე რომ მოიპოვოთ საუკეთესო მანდატი თქვენი კომპანიისგან. მიზნად დაისახეთ მიიღოთ ის მხარდაჭერა, ნდობა, რესურსები, გაგება და თავისუფლება რაც გსურთ.
5. მიიღეთ თქვენი შეთანხმების საუკეთესო ალტერნატივა/ A BATNA.
A BATNA არის თქვენი შეთანხმების საუკეთესო ალტერნატივა და არის ერთადერთი ნამდვილი გზა წარმატებული მოლაპარაკებებისათვის. მოლაპარაკებების მომზადება ერთი მხარისათვის მეორე მხარის ალტერნატიული გარიგების გააქტიურების გზით წასვლის ძალაუფლების საშუალებას მოგცემთ. ეს ნიშნავს რომ ის ალტერნატივა თუ არ არის მისაღები თქვენთვის, საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ წახვიდეთ.
6. მოამზადეთ გარემოებები.
არსებობს ხუთი კითხვა რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ მოლაპარაკებების მომზადების დროს. ესენია: ვინ? (ვინ მიიღებს მონაწილეობას?), სად? (სად არის შეხვედრის ადგილი?), როდის? (რა დროა განსაზღვრული?), რატომ? (რაზე უნდა მოვილაპარაკოთ?), და როგორ? (როგორ უნდა წარვადგინოთ ჩვენი საკითხი?).
7. მოამზადეთ თქვენი თავი ფსიქოლოგიურად.
მოლაპარაკებებისადმი სწორი დამოკიდებულება არის პრინციპული განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ მოლაპარაკებებს შორის. თქვენი მოლაპარაკებების სამზადისი ნაწილი უნდა იყოს სწორ გზაზე დადგომა.
· მიზნად დაისახეთ იყოთ მკაცრი, საქმიანი, გამაფრთხილებელი
და უტყუარი
· არ გაგიჩნდეთ შეგრძნება თითქოს მათი ვალი გაქვთ
· არც დააკნინოთ და არც აამაღლოთ საკუთარი თავი
· იყავით მოდუნებული და აუჩქარებელი
· არავითარ შემთხვევაში არ გამოავლინოთ თქვენი გრძნობები
არავითარი გარანტია არ არსებობს რომ კარგი სამზადისი ყოველთვის წარმატებულ მოლაპარაკებებამდე მიგიყვანთ, მაგრამ შანსი იმისა, რომ მოუმზადებლობამ მიგიყვანოთ ჩავარდნამდე, დიდია. არ გარისკოთ. ძალა არ დაიშუროთ კარგად მოსამზადებლად და არ ინანებთ.