მიზნების განმარტება

მნიშვნელობის განმარტება

მნიშვნელოვანია ნათლად გესმოდეთ რის მიღწევას ცდილობს მეორე მხარე. როგორც წესი ეს არ არის ის მიზნები რომელსაც თავდაპირველად მიზნად ისახავენ. 

ინტერესებზე დაკვირვება ხშირად საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნამდვილი მიზნები. ანალოგიურად მნიშვნელოვანია თქვენი მიზნების სიცხადეც რომ ორივე მხარემ ერთად იმუშაოთ საერთო სარგებლის მისაღებად.

დასვით საკითხი ნათლად

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რეალური საკითხები და უმნიშვნელო საკითხებზე დრო არ დავკარგოთ. 

ეს საშუალებას გვაძლევს მოლაპარაკებებისას ყურადღება გავამახვილოთ ჩართული ადამიანების ინტერესებზე და განსხვავებებზე სხვა საკითხებზე გადასვლის გარეშე.

გაითვალისწინეთ ყველა მოსაზრება

მოლაპარაკებების დროს დიდი დრო შესაძლოა დაიკარგოს ფაქტების დადგენაზე. თუმცა უნდა გავაანალიზოთ რომ ხანდახან ეს ფაქტები სხვა სფეროს მიეწერება რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია, რადგან ადმიანებს შეუძლიათ სრულიად განსხვავებული გზებით იხილონ იგივე სიტუაცია და მოვლენები. სხვა ადამიანის შფოთვები, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო, ჯერ კიდევ რეალური შეშფოთებაა და უნდა იქნას გათვალისწინებული.

კონფლიქტები ხშირად წარმოიქმნება ადამიანებს შორის განსხვავებული მოსაზრებების გამო. დაიმახსოვრეთ გაიგოთ და მიიღოთ სხვა ადამიანის მოსაზრებები არ საჭიროებს შეთანხმებას, არამედ ის აჩვენებს ამ ადამიანისადმი პატივისცემას და ერთად მუშაობის სურვილს რომ იპოვონ ორივესთვის დამაკმაყოფილებელი გამოსავალი.

ანალოგიურად უნდა ეცადოთ გაამხნევოთ სხვა ადამიანები გაიგონ თქვენი მოსაზრება. ღია, პატიოსანი და მისაღები განხილვები მსოფლმხედველობაში არსებულ განსხვავებებზე ხშირად დაგვეხმარება განვმარტოთ საკითხები და მივაღწიოთ გადაჭრის გზებს.

განმარტეთ მნიშვნელობა

კარგი კომუნიკაციის უნარები მნიშნელოვანია მოლაპარაკებისას.

კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და განვითარება ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გაუგებრობასთან დაკავშირებული პრობლემების მინიმუმამდე შემცირებას.

ასეთი უნარები მოიცავს:

·       აქტიურ მოსმენას

·        კითხვების დასმას

·        რეაგირებას და განმარტებას

·        ვერბალურ და არავებრალურ კომუნიკაცია

კომუნიკაციის უნარების განვითარებით თქვენ ზრდით წარმატებული მოლაპარაკებების შესაძლებლობას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ინარჩუნებთ ურთიერთობა სხვა ადამიანთან თუ ადამიანებთან მომავალში. დროის დახარჯვა იმის გასარკვევად და შესათანხმებლად თუ რა თქვეს ადამიანებმა (ვიდრე იმის ამოსაცნობად თუ რსის თქმა სურდათ ადამიანებს) უზრუნველყოფს გაუგებრობის მინიმუმადე დაყვანას.

Complete and Continue