განხილვა
ამ ეტაპზე ადმიანები ან მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები წინ წამოწევენ საკითხს ისე როგორც ხედავენ, ანუ სიტუაციის თავისებური გაგებით.
ამ ეტაპის ძირითადი უნარები მოიცავს: კითხვებს, მოსმენას და განმარტებას.
რატომ ვსვამთ კითხვებს?
· ინფორმაციის მისაღებად:
კითხვის ძირითადი ფუნქცია ინფორმაციის მოპოვებაა.
· ხელი შეუწყობს საუბრის გაკონტროლებას
სანამ კითხვებს სვამთ საუბარს აკონტროლებთ. თავდაჯერებული ადამიანები ცდილობენ კონტროლი მოიპოვონ საუბარზე ბევრი კითხვების დასმით.
· გამოხატო ინტერესი სხვა პირის მიმართ
კითხვები გვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ რესპონდენტის შესახებ
· განვმარტოთ საკითხი
კითხვები ხშირად გამოიყენება კომუნიკაციაში რომ განვმარტოთ რას ამბობს სპიკერი. კითხვები რომელიც გამოიყენება განმარტებისათვის მნიშვნელოვანია გაუგებრობის შემცირებასა და უფრო ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში.
· გამოვიკვლიოთ ხასიათი ან სირთულეების რაც შესაძლოა მეორე ადამიანს გააჩნდეს
კითხვები გამოიყენება გრძნობების, რწმენის, აზრის, იდეების და დამოკიდებულებების გამოსახატავად, ისინი ასევე გამოიყენება სხვა ადმიანის პრობლემებში უკეთ ჩასაწვდომად.
· ცოდნის შესამოწმებლად
კითხვების გამოიყენება ყველა სახის კითხვარებში, ტესტებში ან გამოცდებზე, რომ გავიგოთ რესპოდენტის ცოდნის დონე.
· სხვა აზრის წახალისების მიზნით
კითხვების გამოყენება ასევე შეიძლება ადამიანების წასახალისებლად უფრო ღრმად იფიქრონ საკითხებზე. კითხვები შესაძლოა ისეთი ფორმით დასვათ რომ აიძულოთ ადამიანები ამათუიმ საკითხს სხვანაირად შეხედონ.
· ჯგუფურ სიტუაციებში
კითხვების გამოყენება ჯგუფურ სიტუაციებში შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს რამდენიმე მიზეზით: ჯგუფის ყველა წევრი ჩართულობისათვის, კონკრეტული საკითხის უფრო მეტად განხილვის წახალისებისათვის, ყურადღების მიქცევაში დამატებითი კითხვების დასმით წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
იყოთ ეფექტური კომუნიკატორი, დაკავშირებულია იმასთან თუ როგორ სვამთ კითხვებს. როდესაც კითხვის მიზეზი დადგინდება, თქვენს თავს უნდა დაუსვათ რამოდენიმე კითხვა:
· არის თუ არა ეს კითხვა პიროვნებისთვის/ჯგუფისთვის
შესაფერისი?
· კითხვის დასმისთვის სწორი დროა?
· როგორ პასუხს ველი რესპოდენტისგან?
მოსმენა არ არის იგივე რაც გაგონება
მოსმენა არის როდესაც ჟღერადობა წვდება თქვენს ყურებს. ეს არის ფიზიკური პროცესი, რომელიც გულისხმობს რომ თქვენ არ გაქვთ სმენის პრობლემა.
მოსმენა როგორღაც უფრო მეტს საჭიროებს: ის საჭიროებს ყურადღებას და კონცენტრირებულ ძალისხმევას, ორივეს როგორც მენტალურს ხანდახან ფიზიკურსაც კი.
მოსმენა ნიშნავს ყურადღება მიაქციოთ არამხოლოდ ისტორიას რასაც გიყვებიან, არამედ როგორ გიყვებიან, ენის და ხმის გამოყენებას და როგორ იყენებს ეს ადამიანი საკუთარ სხეულს მოყოლისას. სხვანაირად რომ ავხსნათ ეს ნიშნავს ვერბალური და არავერბალური შეტყობინებების ცოდნად. თქვენი ეფექტური მოსმენის შესაძლებლობა დამოკიდებულია შეტყობინებების აღმისა და გაგების ხარისხზე.
მოსმენა არ არის პასიური პროცესი. მსმენელი ისევე უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში როგორც სპიკერი.
განმარტება
განმარტება არის უნარი, რომელსაც ვიყენებდთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ ვიცნობთ სპიკერის გზავნილს. განმარტებების გამოყენებისას გაითვალისწინეთ ეს სახელმძღვანელო პრინციპები, რათა დაგეხმაროთ კომუნიკაციისა და გაგებაში.
· აღიარეთ, თუ არ იცით, რას ნიშნავს სპიკერი.
· მოითხოვეთ გამეორება.
· მოყევით ის რასაც სპიკერი ამ ბობს როგორც გესმით და შეამოწმე მართლაც ასეა თუ არა.
· მოითხოვეთ კონკრეტული მაგალითები.
· გამოიყენეთ ღია, არაპირდაპირი კითხვები - საჭიროების შემთხვევაში.
. იკითხეთ გაიგეთ თუ არა სწორად და მზად იყავით შესასწორებლად.