სამოქმედო გეგმის დანერგვა
სამოქმედო გეგმის დანერგვა არის თქვენი სტრატეგიის და მიზნების განხორციელების პროცესი. გაითვალისწინეთ თქვენი იდეები და მოიფიქრეთ როგორ აქციოთ ისინი რეალობად.
სხვა სიტყვებით დაგეგმვა არის მუშაობის პროცესი რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ მიაღწიოთ იმას რაც გინდათ. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის პირადი თუ სამსახურეობრივი მიზნები, რადგან ორივე საჭიროებს ერთსა და იმავე უნარებს.
სამოქმედო გეგმის ჩაშლა ეტაპებად
1 ეტაპი
განსაზღვრეთ თქვენი ფართო ქმედებები, რომლებიც საჭიროა თითოეული თქვენი შუალედური მიზნის მისაღწევად.
ეს საკმაოდ ადვილია. ამ ეტაპზე საჭიროა ფართო ქმედებების შენარჩუნება, მაგალითად მარკეტინგული გეგმის შექმნა, გაყიდვების გუნდი აყვანა და ა.შ.
2 ეტაპი
ფართო ქმედებები ჩაშალეთ პატარა დავალებებად
ამ ეტაპზე უფრო დეტალებს უნდა ჩაწვდეთ. მაგალითად "დაგეგმეთ და განახორციელე შესაბამისი კამპანია, რომელიც მიიღებს ამ ძირითად შეტყობინებებს".
3 ეტაპი
განსაზღვრეთ ვინ იქნება პასუხისმგებელი თითოეულ ქმედებაზე
აქ წესი საკმაოდ მარტივია. თუ ვერ განსაზღვრავთ ერთ ადამიანს, მაშინ ან არ მუშაობთ საკმარის დეტალებზე ან ვერ მიაღწიეთ მაღალ საპასუხისმგებლო სამუშაო დონეს.
ყველა ქმედებას უნდა ყავდეს ერთი პასუხისმგებელი პირი
არ არის აუცილებელი ამ პიროვნებამ უშუალოდ შეასრულოს სამუშაო, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა შეეძლოს ახსნას რა წინსვლაა საქმეში და გამოიყენოს შესაბამისად საჭირო დეტალები. დიახ, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ საბჭოს წევრი დანიშნოთ, მაგრამ უნდა გქონდეთ წვდომა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან რომ იცოდეთ არაფერია დამალული. თუ ეს არის ისეთი პატარა პროექტი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეუძლია მართოს. ვერ დაგეხმარებათ მხოლოდ ერთი ადამიანის ყოლა ყველა საპასუხისმგებლო საქმეზე.
ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ პროცესები, ასე რომ საჭიროა პრაგმატული მიდგომა რომ განსაზღვროთ პასუხისმგებლობები: მათ უნდა იცოდნენ რა ხდება ყოველდღიურად.
4 ეტაპი
შეიმუშავეთ შესაძლო არასწორი ნაბიჯები და გაუთვალისწინებელი გეგმები
ამ ეტაპს ხშირად რისკ მენეჯმენტს უწოდებენ.
ფუნდამენტურად თქვენ, ან უკეთესი იქნება პასუხისმგებელმა პირმა დაუსვას თავის თავს კითხვა: რა შეიძლება იყოს არასწორი? თქვენ ან მან უნდა იმუშაოთ რა შეიძლება მოხდეს და რამდენად კატასტროფული იქნება თუ მოხდება. ასე თუ იფიქრებთ იმის განსაზღვრასაც შეძლებთ როგორ შეიძლება შეამციროთ ან საერთოდ აღმოფხვრათ ეს შესაძლო კატასტროფა.
5 ეტაპი
გადახედეთ რა ხდება ორგანიზაციაში და რამდენად უწყობს ხელს სტრატეგიის განვითარებას.
ეს საკმაოდ რთულია, გარემოებები, რომელთაც არ შეაქვთ წვლილი სტრატეგიის განვითარებაში, ჩვეულებრივ კარგად იციან ამის შესახებ და მაქსიმალურად ცდილობენ დაფარონ მათი პოზიციები, რისთვისაც ხშირად იყენებენ მაღალტექნოლოგიებს ან მენეჯერულ "ჟარგონს".
ერთი გამოსადეგი საშუალება არის ე.წ. ‘elevator pitch’, სთხოვეთ თითოეულ დეპარტამენტს ან გუნდს რომ დეტალურად მოგიყვეთ რას საქმიანობენ და როგორ წაადგება მათი საქმიანობა კომპანიის სტრატეგიებს, სანამ ლიფტი ბოლო სართულზე გაჩერდება. თუ პასუხი თქვენთვის მისაღები არ არის, თქვენი გადასაწყვეტია შეწყვიტავთ მუშაობას თუ გააგრძელებთ.
6 ეტაპი
შეწყვიტეთ ის ქმედებები რომელიც არათუ არ ეხმარება ზიანსაც კი აყენებს სტრატეგიას
იმის შეწყვეტა რომელმაც უკვე პულსი მოიპოვა საკმაოდ რთულია. ხალხი ემოციურად მასზე დამოკიდებული ხდება და ამ სფეროს ექსპერტეპად ყალიბდება. ამის მარტივად გადაწყვეტა არ შეიძლება. შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი იყოს ყურადღების გამახვილება იმაზე რაც ზიანს აყენებს სტრატეგიას.